saqarTvelos mdinareebi - sakraula
შესართავი | ხანისწყალი |
სიგრძე | 52 კმ |
აუზის ფართობი | 219 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 5,34 მ³/წმ |
სინონიმი: საკრეულა.
მდინარე მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2460 მ. სიგრძე 52 კმ. აუზის ფართობი 219 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარსა და ზაფხულში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5,34 მ3/წმ.